2011 წლის 24 ნოემბერს, ბათუმის №8 საჯარო სკოლაში გაიმართადისკუსია თემაზე: ,,წიგნი და კომპიუტერი“, რომლის ორგანიზატორები გახლდათ ბათუმის №8 საჯაროსკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა, წიგნიერების კლუბი და მოხალისეთა კლუბი ,,ბათუსი“.
წიგნისა და კომპიუტერის როლი 21 საუკუნეში და მათ ურთიერთმიმართება, საზოგადოებისათვის,განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ თემას წარმოადგენს.თანამედროვე პირობებში რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა? შესაძლებელია თუ არა მათითანაარსებობა? ეს დღემდე დილემად და სადისკუსიო თემად რჩება, სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნააღნიშნული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, სტუდენტებმა დაპედაგოგებმა. სტუმრის სტატუსით მოწვეული გახლდათ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისპროფესორი გიორგი მასალკინი. მოხალისეთა კლუბი ,,ბათუსი“ და ბათუმის №8 საჯარო სკოლისმოსწავლეთა თვითმმართველობა სადისკუსიო თემების ციკლს ამავე სკოლაში სასწავლო წლის მეორესემესტრიდანაც გაგრძელებს.
წყარო:volunteering.ge
No comments:
Post a Comment